|
2019-10-12 13:08:13, 3693 ნახვა
კომენტარი
არჩვაძე: რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა
“სარეიტინგო კომპანიამ „S&P“-მა, რომელიც დაკავებულია ფინანსური ბაზრების ანალიტიკური კვლევებით, გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, სადაც საქართველოს მდგომარეობა ერთი ბიჯით, „BB-„-დან „BB“-მდეა გააუმჯობესებული. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება მოხდა მაშინ, როდესაც არც ერთ ჩვენს სახმელეთო მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო არა მარტო დადებითად აფასებს ქვეყნის ამჟამინდელ განვითარების შედგებს, არამედ ოპტიმისტურად აფასებს მის მომავალს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით,“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „S&P“- ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის კომენტირებისას განაცხადა. ექსპერტის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურება. „ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპები ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტის ზრდას, ინფრასტრუქტურის გაფართოებას საკუთარი და გარედან მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში გატარებული რეფორმები სექტორალურ და ფუნქციონალურ ჭრილში (მიწის რეფორმა, საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, დაწყებული განათლების რეფორმა, ფაქტობრივად პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარე საგადასახადო რეფორმა და ა.შ.), ასევე უნდა მივიჩნოთ სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოზე ზემოხსენებული პოზიტიური ვერდიქტის ჩამოყალიბებში. „ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკამ გამომაჟღავნა საკმარისი მედეგობა გარე რისკებისა და ფორს-მაჟორული გარემოებებისადმი (რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება შუა სეზონის დროს). აღნიშნული გარემოებით მიღებული ეკონომიკური ზარალი თავდაპირველ გაანგარიშებებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გამოვიდა, რამაც, ვფქირობ, ასევე გავლენა მოახდინა სააგენტოს მიერ საქართველოსათვის სარეიტინგო შეფასების დადგენაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაგროვილია საკმარისად დიდი მოცულობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რომელიც შუმჩნეველი არ დარჩენია ავტორიტეტულ საერთაშორისო სააგენტოს და რომელიც კიდევ უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური კეთილდღეობის ამაღლებაში“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
(NS)
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)