23:35 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 18:52:58, 3462 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

 „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2018 წლის მონაცემებით, 73 თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის მიერ ანგარიშში დასახელებულ რაოდენობაში შედიან სახელმწიფო დაწესებულებების ცხელი ხაზის და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველდღიურ და რიგ შემთხვევებში 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულია სულ 64 თანამშრომელი. დეპარტამენტი მოიცავს ორ სამმართველოს, მათ შორის ცხელ ხაზს.

1. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 12 პირი;

2. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 52 პირი. აქედან, ცხელ ხაზს ემსახურება - 39 პირი, მოქალაქეთა მისაღებს - 6 პირი, საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს - 3 პირი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია - 3 პირი.

ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics