|
2019-10-11 14:54:15, 4017 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილე ომარ ტაკიძესთან და საფინასო სამსახურის უფროს ანზორ ცეცხალაძესთან ერთად კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს, 2020 წლის ბიუჯეტის მიზნობრივად განსაზღვრა, მათ წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორგანიზაციის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 65 %-ით გაიზარდა, რაც ამ დროისთვის 385200 ლარს შეადგენს. 25 %-ით გაიზარდა დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება.
კომუნალური სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სანიტარული-ჰიგიენური მდგომარეობის უზურნველყოფა, გარე-განათების სისტემების მოვლა-პატრონობა, სკვერების, მწვანე ნარგავების გაშენება, წყალმომარაგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ა.შ. ორგანიზაციაში 102 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 56 ძირითადი და 49 სეზონური. უწყების თანამშრომლებს, ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და დასძინა, რომ მათ ექნებათ უკეთესი სამუშაო პირობები და მაქსიმალური მხარდაჭერა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)