|
2019-10-11 14:52:23, 3727 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში, შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“ მიმდინარეობს
სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის (hrf) ინიციატივით, შვედეთის საელჩოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ შეხვედრა-სემინარი „სმენა და სმენასთან დაკავშირებული პრობლემები“ მიმდინარეობს. შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან და რეგიონის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფება შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი. სემინარზე განიხილება სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზები, სმენის თანამადროვე აპარატები, კომინიკაციის შესაძლებლობები და სხვა. შვედეთის საელჩოს ინციატივით, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭრით 23 სექტემბრიდან ქობულეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მიმდინარეობდა I – III კლასის მოსწავლეთა სმენის სკრინინგი, სკრინინგს ანხორციელებდნენ შვედი სტეციალისტები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)