14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 13:24:38, 3965 ნახვა

მსოფლიო
იაპონიას ძლიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი სახელწოდებით "ჰაგიბისი" უახლოვდება, - ამის შესახებ japantoday იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტაიფუნი ტოკიოსა და მის შემოგარენს შაბათს, 12 ოქტომბერს დაატყდება თავს. სინოპტიკოსები სტიქიას 1958 წლის ტაიფუნ „იდას“ ადარებენ, რომელმაც 1200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მედიის ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაკომპანიებმა 800-ზე მეტი რეისი უკვე გააუქმეს. გარდა ამისა, მიმოსვლას სარკინიგზო და საზღვაო კომპანიებიც აჩერებენ. შაბათ-კვირას სასწავლო პროცესიც შეწყდება.

ტაიფუნის მოახლოებასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ მთავრობის წევრებს ყველა საჭირო ზომის მიღება დაავალა. 

მედიის ცნობით, ქარის სიჩქარე 216 კილომეტრ საათში აღწევს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics