|
2019-10-10 17:56:14, 4988 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს
„ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტისთვის ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება, თანხა მაინც დიდია. "ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. თუმცა, მიუხედავად ამისა გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეს ეროვნული ბანკი იყოს, მაკონტროლებელი ორგანოს შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ისეთი შენობის აშენებაც შესაძლებელია, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,"- განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ახალი შენობა თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია. მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)