|
2019-10-10 15:02:52, 2767 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა რეიდები რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა მენტალიტეტით რეიდებს აწყობს, რისი გამოცდილებაც რუსეთში მიიღო. „ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის ავტოკრატულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს მთავარი პროკურორია, უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან. პროკურორები ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რომლებიც მოიპოვა ჩვენმა ადვოკატმა, დღეს ითხოვენ ამ მტკიებულებების ამოღებას საქმიდან. ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს, არაა ჩვენი ქვეყანა ღირსი, რომ ეს სამართალი ჰქონდეს. ჩვენ შევცვლით ამ სიტუაციას, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. გავწმენდთ და დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული და წესიერი ადამიანების ხელში. ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომლებიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს, ის მეთოდები, დაპირებები, ტყუილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, სამარცხვინოა. მინდა „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, რომ შეგრცხვეთ, რას პირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან დროზე უნდა ამოვიდეთ ერთად. აქ საუბარია ჩვენ შვილებზე და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. ამ სახელმწიფოს ჩვენ წესიერ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)