18:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-09 18:00:04, 1808 ნახვა

კომენტარი
მუსტაფაევა - მუხთარლის გატაცების შემდეგ, საქართველოში თავისუფალი მედიის შესახებ მითი დაინგრა

„როდესაც ორნახევარი წლის წინ ჩემი მეუღლე გაიტაცეს და უკანონოდ გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს, მითი საქართველოში თავისუფალი მედიის შესახებ დაინგრა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ თბილისში მედია თავისუფლების საკითხზე გამართულ, სამხრეთ კავკასიის მე-16 მედია ფორუმზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების მხრივ, მდგომარეობა საქართველოსა და სომხეთში უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანში. 

„სამხრეთ კავკასიაში ჩვენ მედია თავისუფლების შესადარებლად ვიყენებთ სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ვფიქრობ სომხეთსა და საქართველოში მედია უკეთესს პირობებშია, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთს არა ცუდი, არამედ კარგი ინდიკატორი შევადაროთ", - განაცხადა მუსტაფაევამ.

მან ასევე "რუსთავი 2"-ის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენზურა მედია პლურალიზმს ხელს უშლის.

„რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის საქმეს, სიჩუმე ხელს უწყობს ცენზურას და ხელს უშლის მედია პლურალიზმს. თავისუფალი მედიის რღვევა აზერბაიჯანში 20 წლის წინ დაიწყო და ვიმედოვნებ საქართველოში 10 წლის შემდეგ ეს არ განმეორდება", - დასძინა მუსტაფაევამ. 

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics