23:41 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 14:14:09, 1484 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მინისტრმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა თურქეთის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეთა მიერ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მიღწევები აღნიშნა.
შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა​ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics