|
2019-10-07 13:01:19, 1370 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ევროპის უმსხვილეს საინვესტიციო გამოფენაზეა წარმოდგენილი
7-9 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის უმსხვილესი საინვესტიციო გამოფენა უძრავი ქონების მიმართულებით "EXPO REAL" გაიმართება. მასში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომელშიც შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, მიუნხენის გამოფენაში საქართველოს მონაწილეობა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რათა ადგილობრივ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ. მისი თქმით, დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას საქართველოში არსებული ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. „გამოფენაზე წარდგენილია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება მიმზიდველი იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი უძრავი ქონების ბაზრით საერთაშორისო კაპიტალი დაინტერესდეს, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ასეთ შესაძლებლობებს ზრდის. მით უფრო, რომ საქართველოს დელეგაციას აქვს შეხვედრები უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებთან, სადაც ისინი გაეცნობიან იმ სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებს, რასაც საქართველოს მთავრობა სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს უძრავი ქონების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიმართულებით," - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. მიუნხენის საერთაშორისო გამოფენა მოიცავს გლობალური უძრავი ქონების ინდუსტრიის სრულ ჯაჭვს და აერთიანებს 45 000-ზე მეტ მონაწილეს 70-ზე მეტი ქვეყნიდან.
(NS)
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)