|
2019-10-07 11:54:22, 1264 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვების საკითხი გუნდში არ განხილულა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მტკიცებით, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის შესაძლო დატოვების საკითხი გუნდში არ განხილულა. "მსგავსი ინფორმაცია პირველად გავიგე. არანაირი მსგავსი რამ არც განიხილება და არც განხილულა გუნდში", - განაცხადა ოხანაშვილმა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრება ზარდიაშვილი სესიებსა და კომიტეტის სხდომებს, ოხანაშვილმა განმარტა, რომ მას საპატიო მიზეზი აქვს. "ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ საპატიო მიზეზით ვერ ესწრება და რა არის ეს მიზეზი, ამის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილი. შეგახსენებთ, რომ "TV პირველის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ქართული ოცნების" წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)