|
2019-10-04 17:03:59, 1448 ნახვა
საზოგადოება
კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების მხარდაჭერის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებისათვის სოციალურ-პედაგოგიური და ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდების, დანაშაულის პრევენციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა” და ა(ა)იპ “დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თათია ხოჭოლავამ და “დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ უფლებამოსილმა პირმა ლალი ცერცვაძემ. „მემორანდუმი ორიენტირებულია ერთობლივი ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებისა თუ პროგრამების განხორციელებით რთული ქცევის არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე, მათ რესოციალიზაციასა და თავისუფალი დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარების ხელშეწყობაზე. ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეეწყობა ბენეფიციართა პიროვნული, პროფესიული, ინტელექტუალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებას. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოების ჩართულობა, რისთვისაც მზაობა, ცენტრმა „კომპასმა“, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით უკვე გამოხატა. ჩვენ ბენეფიციარებს, გარდა სოციალურ-პედაგოგიური სერვისების მიღებისა, თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარების შესაძლებლობაც ექნებათ“, განაცხადა თათია ხოჭოლავამ. თანამშრომლობის მიზანია ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლო და სახელოვნებო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა, სოციალურ-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობით დანაშაულის პრევენცია. ეს სერვისები სოციალურ პედაგოგიურ ცენტრ „კომპასისგან“ მიეწოდებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ (სააგენტოს ბენეფიციარი განრიდებულები, პირობით მსჯავრდებულები, ყოფილი პატიმრები და 12-14 წლის კანონდამრღვევი მოზარდები), თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრებ, რთული ქცევის 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს. ცენტრ „კომპასის“ მომსახურება მოიცავს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებისა და ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა თერაპიული მეთოდების გამოყენებით მათ პიროვნულ განვითარებას. ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები გულისხმობს ბენეფიციარის ქცევითი დარღვევების შეფასებასა და მართვას, სასიცოცხლო და სახელოვნებო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვას, საჭიროებებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს, შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერას და სხვა. ლალი ცერცვაძის განცხადებით „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ არის ამერიკული ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდის“ ანალოგი საქართველოში. იგი 2011 წლიდან მუშაობს ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ახორციელებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტს. 2019 წლის იანვრიდან კი დაიწყო ქართულ-შვეიცარული პროექტი, რომლის ფარგლებში სექტემბრიდან გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო სოციალურ-პედაგოგიურმა ცენტრმა „კომპასმა“. ცენტრი სამი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მოემსახურება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადამისამართებულ მოზარდებს. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ასევე იმ რეფერალური ცენტრისთვის, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანების შემდეგ დაფუძნდება.
(NS)
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)