|
2019-10-03 19:07:41, 3363 ნახვა
კომენტარი
ლაფერაშვილი ჟურნალისტებს - კოლეგებო, პრემია აგიღიათ? მაშინ გეპატიჟებით პროკურატურაში გამოკითხვაზე
ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში მივიდა. როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოკითხვა გამოძიებისთვის არაფრის მიმცემია და ეს ყველაფერი „ფორმულას“ ეთერში გასვლას უკავშირდება. „გული მწყდება იმის გამო, რომ ეხლა საეთეროში უნდა ვიყო და ეთერში გამყავდეს გამოშვება. ჩემი აზრით ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ვკარგავ არაფერში. თუმცა ჩვენ ვნახეთ რამდენი საათი გაგრძელდა გუშინ ჩემი სამსახურის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის დაკითხვა. მერე იცით ისიც, როგორი არაფრის მომტანი იყო ეს ყვალაფერი. სავარაუდოდ, პროკურატურამ გადაწყვიტა დღეს ჩემთან მოიქცეს ასე. რაც შეეხება თანხების გალფნაგვას, მე ეს ყველაფერი გავიგე პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, მანამდე პაატა სალიას ბრიფინგიდან, ეს იყო თვენახევრის წინ. არ ვიცი ქალბატონ ნიჟარაძეს რომელი თანხები აინტერესებს, მისი ყოფილი მეუღლის მიერ ჩემთვის მოცემული პრემიები აინტერესებს თუ ნიკა გვარამიას მიერ მოცემული. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი რაზეც ბოლო ორი თვეა საზოგადოებას ამდენი ესმის და ამდენი ხმაურია ატეხილი, აქტუალურია მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულა“ გავიდა ეთერში. თუ მეკითხებით, რას ვუკავშირებთ ჩემ აქ მოსვლას, ამას ვუკავშირებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას“, - აღნიშნა ლაფერაშვილმა. ამასთან, კითხვაზე - შეიძინა თუ არა ბინა „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერ მედია პლიუსისგან“, ლაფერაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის საინტერესოდ არ მიაჩნია. „არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს რამდენ ბინას ვფლობ, ბევრს არა. არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს რომელი დირექტორი რა სახის პრემიებს მაძლევდა, ყველა მაძლევდა და საკმაოდ ბევრს. არ მგონია საზოგადოებისთვის ის იყოს საინტერესო ვინ რას მთავაზობდა, რომელ სამსახურში დარჩენის სანაცვლოდ. მგონია, საზოგადოებას სხვა კითხვები აქვს. მთავარი კითხვა არის ის, რატომ დღეს, რატომ მაშინ არა როცა გამოძიება დაიწყო, რატომ მაშინ არა როდესაც მე უარი ვთქვი რუსთავი 2-ში დარჩენაზე, ეს იყო 19 ივლისი. რატომ მაშინ არა როდესაც სალიამ ამის შესახებ განაცხადა, რატომ დღეს, როდესაც ჩემი არც თუ ისე სიმპათიური სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამჯერად კომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის პრომოში“, - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა. ცნობისთვის, უდუმაშვილი და ლაფერაშვილი პროკურატურაში „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)