|
2019-10-03 13:41:37, 1413 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: გიორგი ქობულიასთან და გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვაქვს
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხაზარაძის განმარტებით, ხსენებულ პირებთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია. "გიორგი ქობულიას ჰქონდა 1 წელი, რომ რამე გაეკეთებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე მისი ხედვა და პოზიცია მთავრობაში. ახლა, როცა წამოვიდა და რაღაც განცხადებებს აკეთებს, ეგ უკვე მისი საქმეა. ჩვენ მასთან კონსულტაცია არ გვაქვს. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, მასთან არც ძველად და არც ახლა არ გვქონია პოლიტიკურ თემებზე საუბარი. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. რომ მქონოდა აუცილებლად ვიტყოდი. გიორგი კვირიკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომ ორ სკამზე ერთდროულად მჯდარიყო", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)