18:05 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 12:36:53, 863 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომების შესახებ, შესრულებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრისას, ყურადღება იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

„შვიდი წლის წინ, პირველ ოქტომბერს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. გაკეთდა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი. ხელისფლებამ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის იაფი ფინანსური რესურსი იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი განაცხადი.

2012 წლიდან აქტივობები სოფლის მეურნეობაში თვისობრივად შეიცვალა.

ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა. იაფ ფულად რესურსზე წვდომის საშუალება  მიეცა ყველა მეწარმეს, ფერმერს და გლეხს.

შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ 5 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის 11 პროცენტის დაფარვას ჩვენი მოქალაქეების მიერ კერძო, კომერციული ბანკებიდან აგრარული დარგის განვითარებისთვის აღებულ სესხებზე.

პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს 2013 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებზე გაცემული დანაპირები ქვეყანაში იაფი ფულადი რესურსის გაჩენის შესახებ, შესრულებულია.

აქვე მინდა აღვნიშნო, 2020 წლისთვის ამ მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია 74 მლნ ლარამდე. მოქმედი პორტფელი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, სექტორის დაფინანსებისთვის გაცემული თანხა  კი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრმა.   

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics