01:30 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 10:13:04, 1548 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის

ხელფასები ეზრდება არა ბიუროკრატიას, არამედ მათ, ვინც სერვისების მიმწოდებლები არიან ჩვენი მოსახლეობისათვის,  - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი ნიკა ლალიაშვილთან ერთად" სტუმრობისას გააკეთა.

 როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ხელფასებს, პირველ რიგში, უზრდის მათ, ვისაც უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან - ესენი არიან სასწრაფოსა და სოფლის ექიმები, მასწავლებლები, პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები.

„ჩვენ სახელმწიფოს ვიყურებთ როგორც სერვისების მიმწოდებელს. სახელმწიფო უზრუნველყოფს საბაზისო განათლებას, მოსახლეობის ჯანდაცვასა და მათ უსაფრთხოებას. შესაბამისად, მათთვის ხელფასების ზრდა ნიშნავს არა ბიუროკრატიასა და ჩინოვნიკებზე მიმართულ თანხებს, არამედ იმ კატეგორიის მხარდაჭერას, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ზრუნავენ ჩვენს განათლებასა და ჯანდაცვაზე", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.  

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, როგორებიც არიან პენსიონერები, 18 წლამდე ასაკის, I და II ჯგუფის შშმ პირები და მომავალ წელს მათთვისაც გაიზრდება პენსია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics