11:10 - 01 Aug, 2026
|
2019-10-01 16:58:36, 1611 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.
(NS)
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)