19:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 16:06:57, 1735 ნახვა

კომენტარი
​ბესელია - პატიება მინდა ვითხოვო იმ ადამიანების სახელით, ვინც მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა

"7 წლის თავზე, იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა ყველაფერმა, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მევაყენეთ", - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ბესელიას თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უღალატიათ მთავარი იდეისთვის და 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს. 

"დღეს, 7 წელი შესრულდა რაც "ქართული ოცნება" მოვიდა მთავარი დაპირებით, მთავარი იდეით, სამართლიანობის იდეით და სამწუხაროდ, ამ 7 წლის თავზე, იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა ამ ყველაფერმა, იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მევაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული. იმ ადამიანებისთვის მინდა განსაკუთრებით, ვინც არ იმსახურებდა შვიდი წლის თავზე იმის თქმას, რომ ვინც მას ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, რომ გაკეთილშობილდნენ, გასხივოსდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ, მათ მინდა პირადად იმ ადამიანების სახელით, ვინც მათ სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა, პატიება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყებია და რომლისთვისაც ჩვენ არ გვიღალატია. ვინც ზურგი აქცია და არჩია დროსა და გარემოების კომფორტის, თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა მთავარი იდეისთვის, ამაზე ალბათ საზოგადოება გააკეთებს არჩევანს მომავალ წელს", - განაცხადა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics