|
2019-09-30 19:15:58, 2337 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყლის ინფრასტრუქტურა მოეწყობა
აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა აჭარის სოფლებისა და დაბების წყალმომარაგების პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება. „ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა. სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა" ოფიციალურად გააფორმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)