02:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 13:59:05, 1674 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს ეყრდნობა, რაც სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრაშია

მომავალი წლის ბიუჯეტი ეყრდნობა ჯანსაღ ეკონომიკურ პარამეტრებს, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც ეყრდნობა მომავალი წლის ბიუჯეტი

„2020 წლის ბიუჯეტი არის „მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი", სადაც მაქსიმალურად გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ უფრო მეტად და ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ, რაც სოციალურ ნაწილში აისახება. მეორე პრინციპი არის ის, რომ ამავდროულად, უნდა გავაგრძელოთ ზრდაზე ორიენტირებული მიმართულებები - ეს არის კაპიტალური დანახარჯები.  დანახარჯები ისეთ მნიშვნელოვან  ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვისობრივად და ხარისხობრივად სხვანაირ ქვეყანაში გვაცხოვრებს და ეს ჩვენ მომავალ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.   მესამე, მთავარი პრინციპი - ეს არის  ეფექტური მმართველობა, რაც ჩვენ  შემთხვევაში ნიშნავს ეკონომიკურად გამართული გადაწყვეტილებების მიღებას, მათ სწრაფ და ეფექტიან აღსრულებას.   ეს სამი პრინციპი არის ის ქვაკუთხედი, რაზეც აშენდა ჩვენი ბიუჯეტი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics