|
2019-09-30 11:25:39, 917 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება
სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „თბილისის გაზმომარაგების ქსელის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სამგორის რაიონში ახალ, პოლიეთილენის მილსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ამავე რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ. კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო, ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება გაზის მიწოდება. გაზის მიწოდება შეწყდება 30 სექტემბერს 22:00 საათიდან. გაზმომარაგების აღდგენა კი დაიწყება 1-ელ ოქტომბერს 10:00 საათიდან და ეტაპობრივად სრულად აღდგება დღის ბოლომდე. გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტალების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს „ენერგო სახლი“), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. „ა“ და „ბ“, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა #108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს „თეგეტა მოტორსი“, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს „იფქლი 1“, შპს „მიონზა“, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს. კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთის“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(R)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)