|
2019-09-28 15:23:52, 3950 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი - გახარიას რომ ეთქვა, „ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს“, პოლიტიკისთვის ცოცხალი იქნებოდა
„ვფიქრობ, თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „TV პირველთან“ ინტერვიუში მოქმედ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც 20-21 ივნისის აქციის დაშლისას რამოდენიმე მოქალაქე მძიმედ დაშავდა, გახარიას, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. „როგორი პრემიერ-მინისტრი იქნება ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უფრო კარგად შეინახავდა თავს უბრალოდ რომ გამოსულიყო და ეთქვა... კი ბატონო მას და დარწმუნებული ვარ არავის მიუცია ბრძანება რომ ადამიანებს თვალში ესროლეთო, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)