|
2019-09-27 11:57:02, 1671 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას შესახვევში და მიმდებარე ჩიხებში, ასევე, გლდანულის ქუჩის I, II, III, IV შესასვლელში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ჯანჯღავას შესახვევში გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით, 4 531 კვ.მ ფართობზე, გლდანულის ქუჩის შესახვევებში კი დაახლოებით, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ჯანჯღავას შესახვევი გლდანის რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ჯანჯღავას შესახვევისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 674 ლარი, გლდანულის ქუჩის შესახვევებისთვის კი 239 844 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია L & L ახორციელებს. გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის, ასევე, ჯანჯღავას პირველი შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. უახლოეს მომავალში კი ივანე კაჭარავას ქუჩაზე გზის იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)