|
2019-09-26 15:19:45, 1654 ნახვა
საზოგადოება
საველე სამუშაოები მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ყველა საპილოტო არეალზე დასრულდა
მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, საველე სამუშაოები ყველა საპილოტო არეალზე დასრულებულია. ჯიმითში, მზისგულში, არბოშიკში, არხილოსკალოში, ზარიძეებში, მანგლისში, საგურამოში, კარალეთში, სალხინოში, ვედიდკარში, შუახევსა და ლახამულაში ყველა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები. ასევე დასრულებულია საველე ინფორმაციის შეგროვება და მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისა და გადამოწმების პროცედურები. სულ დამუშავდა 54 000-ზე მეტი განაცხადი. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპი – ნაკვეთების რეგისტრაცია მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, სისტემური წესით, 30 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა. ამ დროისათვის, სარეგისტრაციო წარმოება კარალეთისა და საგურამოს არეალებზე მიმდინარეობს. სარეგისტრაციო წარმოება საპილოტო არეალებზე წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება დადარეგისტრირდება კერძო,სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწისნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები,რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეშეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)