|
2019-09-26 14:47:14, 1336 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - პარტნიორები მხარს უჭერენ ყველა შესალებლობის გამოყენებას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოწვევით გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე კოლეგა მინისტრებთან კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებზე მყისიერი რეაგირებისთვის, ასევე საუბარი წარიმართა იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროცესების შესაჩერებლად და ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის. დავით ზალკალიანის განცხადებით აღნიშნული საკითხი ასევე განხილული იქნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რა დროსაც შვეიცარიამ, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის მოდერატორმა გამოთქვა ინიციატივა გაეროს გენერალური ასაბლეის პლატფორმის გამოყენებისა რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე პროცესებზე სამსჯელოდ. „შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადენა რომ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მცდელობები, კერძოდ მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან იმისთვის რომ გამოინახოს ამ საკითხზე მსეჯლობის საშუალება, თუნდაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში. პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნით რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ იმ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქისირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)