|
2019-09-26 13:05:40, 5481 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: „ლელოს“ კარი ღიაა - შეიქმნება კრიტიკულ-ინტელექტუალური მასა და დადგება სწრაფი განვითარების ეტაპი
"თიბისი ბანკის" დამფუძვნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, "ლელო" არის ის პლატფორმა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ეროვნული ინტერესის და იდეის გარშემო გაერთიანდებიან. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. როგორც მან განმარტა, "ლელოს" ამოცანა ისეთი ადამიანების პოვნა და გუნდის შეკვრაა, რომელიც ქვეყანას არსებული მდგომარეობიდან გამოიყვანს. "ლელოს" კარი არის ღია და ასე გაგრძელდება ეს პროცესი, რათა ყევლამ დაიჯეროს, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ადამიანის რესურსების სახით, პოტენციალი საქართველოში და ემიგრაციაში. ემიგრაციიდან მოდიან უნიჭიერესი ადამიანები და გვიერთდებიან. როგორც კი შევქმნით ამ კრიტიკულ-ინტელექტუალურ მასას ქართველებისგან და საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა და არ უნდათ შეეგუონ იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორედ იმ მომენტში დადგება ძალიან სწრაფი განვითარების ეტაპი“, - განაცხადა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოზრაობა "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში შედგა. ხაზარაძემ მოძრაობის 24 წევრი უკვე წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)