|
2019-09-25 16:39:42, 1802 ნახვა
საზოგადოება
ლორთქიფანიძე: ბოლო წლებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გენდერულ საკითხებზე კვლევის შედეგების პრეზენტაციაში მონაწილეობს. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, როგორც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის ამ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წარმატება და მდგრადი განვითარება. „მიუხედავად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, გენდერული თანასწორობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პროცესი აუცილებლად საჭიროებს როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ მუშაობას“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გენდერულ როლებთან მიმართებით საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი დამოკიდებულებების ცვლილების მნიშვნელობაზეც. ბოლო წლებში იუსტიციის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა ქალთა უფლებების დასაცავად, კერძოდ:
კვლევა „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
(NS)
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)