|
2019-09-25 13:12:08, 774 ნახვა
საზოგადოება
ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს, მათ შორის, მიწისქვეშა სადგომს შეეხება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ. „პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება - ერთი საათი ერთი ლარი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება. „იცით, რომ ორბელიანის მოედანზე ჩვენ განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით - სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)