|
2019-09-24 19:14:00, 5980 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საზოგადოებას პოპულისტური განცხადებები არ უნდა ვაკადროთ
„ამ თემასთან დაკავშირებით პოპულისტური განცხადებები არ უნდა ვაკადროთ ჩვენს საზოგადოებას და ძალიან სერიოზული აწონვა სჭირდება იმ შემდგომ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში ხარ, პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნის და მისი სტაბილურობის წინაშე",-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპონენტების განცხადებებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. გიორგი ვოლსკის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობენ ადამიანები, რომელთაც პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. მისივე თქმით, სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, იმპიჩმენტის საკითხი არ დამდგარა ექსპრეზიდენტების- სააკაშვილის და მარგველაშვილის შემთხვევებშიც კი. „გამოდიან ადამიანები, ვისაც არათუ პასუხისმგებლობა არა აქვთ, არამედ ნამუსი დაკარგეს საერთოდ, იმხელა დანაშაულებები აქვთ ყველა მიმართულებით ჩადენილი.41 მკვლელობის მუხლით გასამართლებული შეიწყალა მარგველაშვილმა, 8, მხოლოდ სამ წელიწადში შეიწყალა სააკაშვილმა და აქვე, გირგვლიანის გახმაურებული საქმე. მაგრამ აქ თემა სახელმწიფოს სტაბილურობას და ქვეყანას ეხება. ჩვენ სააკაშვილის იმპიჩმენტი არ მოგვითხოვია, იმიტომ, რომ პარტნიორებისგან იყო რჩევები, რომ ბოლომდე მიგვეყვანა. იგივე, მარგველაშვილის იმპიჩმენტის დაწყება, წარმოიდგინეთ რა პროცესებს დაუდებდა საფუძველს",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, არსებობს პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომელიც ყველას მოეთხოვება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)