|
2019-09-24 12:45:57, 1440 ნახვა
პოლიტიკა
გაბინაშვილი - ნიკა მელიას პატიმრობა არ შევუფარდე, რაც კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე მივიღე
„ნიკა მელიას მიმართ პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო ამის აუცილებლობა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გოცირიძე დაინტერესდა, გაბინაშვილმა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებასთან დაკავშირებით მიღებული მოსამართლეების 20-კაციან სიაში მოხვედრის გამო ხომ არ მიიღო, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ის გადაწყეტილებებს კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებს. „ნიკა მელისათვის აღკვეთი ღონისძიების დამძიმებით მართლაც შემოვიდა პროკურატურა, გირაოს შეცვლას პატიმრობით ითხოვდნენ. ნიკა მელიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად კანონიერი, აბსოლუტურად მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში მიღებული და დღეს რომ ვიხილავდე ამ საქმეს იგივე მოცემულობით, აბსოლუტურად იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. ნიკა მელიას მიმართ პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რადგან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ იყო ამის აუცილებლობა. ამით არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. ის, რომ დამატებითი ღონისძიება იქნა გამოყენებული, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლომ ჩათვალა აუცილებელ საჭიროებად, იმ კანონმდებობის გათვალისწინებით, რომელიც უშვებდა ამ ღონისძიების გამოყენებას და მე ვიყავი ის პირი, რომელსაც ამის უფლება და დისკრეცია ჰქონდა. ვიმეორებ, ეს გადაწვეტილება სასამართლომ კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღო. ასეთი გადაწვეტილება მივიღე და ჩავთვალე საჭიროდ“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)