|
2019-09-23 18:47:05, 1468 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე ალანიას: არ მჯერა რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით
არ მჯერა რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს მომსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას პარლამენტში იურიდიულ საკითთხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა. კობერიძემ დეპუტატებს მოუწოდა პროცესი ყველა კანდიდატურის ჩაგდებით დასრულდეს. „თავის დროზე „ქართული ოცნების" მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები", მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები". თქვენც ერთ-ერთი „ცუდი" იყავით და „კარგი" გახდებით? მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეარყია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ფაქტიურად შექმნა სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვის საშიშროება. თქვენ როდესაც ამ სიაში ჩაეწერეთ აცნობიერებდით ამ რისკებს? მმართველმა გუნდმა სერიოზული რყევები მიიღო ამის გამო და საზოგადოებაში წამოვიდა განცდა რომ ხდება ადეიშვილის სასამართლოს გახმოვანება... თქვენ ამ დროს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გქონდათ? ქვეყნის კონკურენტუნარიოანობის რეიტინგი არის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი რეიტინგი და იგი განსაზღვრავს ქვეყანას რამდენად აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უნარი. იქ ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სასამართლოს ნდობა და რეპუტაცია, რეალურად გვაქვს პროცესი, რომელიც ასახავს რომ სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ იმ პროცესის მონაწილე ხართ რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას? ქალბატონო თამარ, უკაცრავად, მაგრამ მე არ მჯერა რომ თქვენ "ცუდი" იყავით და ახლა "კარგი" გახდებით თუკი პარლამენტს მართლა უნდა პასუხისმგებლობის აღება სამართლიან სასამართლოზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ქვეყანაში, მე ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით, რადგან ის რამოდენიმე კანდიდატი, რომელიც კათილსინდისიერი და კვალიფიცირებული მოსამართლეა, არის მონაწილენი იმ ცუდი პროცესისა, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს და ეს კლანი იქნება უკვე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან ხელდასმული!“ - მიმართა კობერიძემ ალანიას.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)