12:50 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 10:51:30, 957 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა სპორტული მოედნის საფარი, გულშემატკივრების ტრიბუნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე, მოიხატა სტადიონის მიმდებარედ არსებული კედელი.

გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე ფეხით სავალი ბილიკები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა - დაირგო მცენარეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით - ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება -ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა.

„მიმდინარე წელს ვაჟა-ფშაველას I კვარტალში არსებული დიდი სკვერის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია დავასრულეთ. ერთი ნაწილი გასულ წელს რეაბილიტირდა. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, ამ ხეივნის ტერიტორიაზე კომფორტული და ლამაზი დასასვენებელი სივრცე მოეწყო, რომელიც საბავშვო-გასართობ მოედნებს, არასტანდარტულ საპარკე ინფრასტრუქტურას, სპორტულ მოედნებს - ფიტნეს ზონას და განახლებულ საკალათბურთო მოედანს მოიცავს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ კომფორტული და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეები, ასევე, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.  

სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაციის პროექტების ჯამური ღირებულება 270 528 ლარს შეადგენს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics