12:47 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 20:58:58, 1738 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის წითელ ტყემალში საღებავი არ აღმოჩნდა - გერმანული ინსტიტუტის დასკვნა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა. - ამის შესახებ მარნეულის სასურსათო ქარხნის განცხადებაშია ნათქვამი და განცხადებას თან შესაბამისი დოკუმენტებიც ერთვის.

"როგორც განვაცხადეთ, 23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
როგორც საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის - სუდან 1-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს.
ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში." წერია მარნეულის სასურსათო ქარხნის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის"  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 6 საკვებ პროდუქტში, მათ შორის მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებულ წითელ  ტყემალში,  არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics