|
2019-09-20 14:28:16, 1292 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი - მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება
სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაცემული დაპირებების ნაწილის შესრულდა, ნაწილი კი, შესრულების პროცესშია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტთან გამართულ აქცია #სირცხვილიას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებები უზრუნვეყოფილი იქნას. „დაპირებები გაიცა და შესრულდა. შესაძლებელია, აქციის მონაწილეებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათ შორის ის კონკრეტული პირობები, რომელიც გუგუტიანთკარის მაცხოვრებლების მიმართ გაიცა, ეს პირობები რა თქმა უნდა, შესრულდა და ნაწილი შესრულების პროცესშია, რადგან ცოტა გრძელვადიან სოციალურ უზრუნველყოფასაც უკავშირდება. არა მარტო გუგუტიანთკარში, ჩვენ ვსაუბრობთ მავთულხლართების გასწვრივ დაახლოებით 20 ათას ოჯახზე, რომელიც მუდმივად, 2013 წლიდან სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს და მათ საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება“, -განმარტა ციხელაშვილმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)