|
2019-09-20 13:48:27, 3264 ნახვა
კომენტარი
კალაძე 20 ივნისის მოვლენებზე: შეიძლება რაღაც ერთეულ შემთხვევებში ძალის გადამეტება იყო, ამას გამოძიება დაადგენს
თბილისის მერი და "ქარტული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პასუხისმგებლობის აღება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაში გამოიხატა. "20 ივნისის მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უკვე აიღო. ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომაში. რაც შეეხება იმ ტრაგიკულ მოვლენებს, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც მოუწოდებდა მოსახლეობას პარლამენტი შტურმით აეღოთ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. შეიძლება რაღაც ერთეულ შემთხვევებში ძალის გადამეტება იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს ვინც არის პასუხისმგებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)