|
2019-09-19 13:39:24, 1636 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“-ზე „ვანოს შოუს“ ნაცვლად, „ნიკა არაბიძის შოუ“ გავა [ვიდეო]
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ვანო ჯავახიშვილის შოუს ნაცვლად, ნიკა არაბიძის შოუ გავა. შოუს პრომო ტელეკომპანიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური შოუს წამყვანები არხიდან გაათავისუფლა, ტელეკომპანია "კურიერის" გუნდმა და წამყვანების დიდმა ნაწილმა დატოვა. ყოფილმა გენრალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას ახალი არხი - "მთავარი არხი" დააფუძნა, სადაც "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტები და წამყვანები დასაქმდნენ, მათ შორის "ვანოს შოუს" წამყვანი, ვანო ჯავახიშვილიც. აღსანიშნავია, რომ "კომედი შოუს" ნაწილი ისევ "რუსთავი 2"-ზე აგრძელებს მუშაობას, მათ შორის ნიკა არაბიძე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)