|
2019-09-19 12:42:36, 1381 ნახვა
საზოგადოება
დიღმელაშვილი: ხვალ აქციაზე სამოქალაქო საზოგადოება „სირცხვილია“ ერთწლიან გეგმას წარმოადგენს
ხვალ სამოქალაქო საზოგადოება „სირცხვილია“ აქციაზე ერთწლიან გეგმას წარმოადგენს, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, გეგმა მიმართულია იმისკენ, 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ პროდასავლური არჩევანი გააკეთოს. „სამოქალაქო კამპანია „სირცხვილიას“ გვაქვს დაგეგმილი დიდი აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ არის ამ აქციის სლოგანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდება ერთმმართველობის წინააღმდეგ და იმ დიდი მონაპოვარის უზრუნველყოფისთვის, პროპორციული არჩევნების, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ქვეყანაში ერთმმართველობა აღარ იყოს. ეს არის ამ აქციების უდიდესი მონაპოვარი. ამის გარდა, რაც ამ დღეს მოხდება, ჩვენ წარვადგენთ ერთწლიან გეგმას, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დააკორდინიროს პროდასავლური პოლიტიკური კლასი და ამას გარდა ის მოიცავს, როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების ნაწილს, ისე ძველ, კარგ აქტივისტურ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ და ამას გარდა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი აქტივობა რასაც სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს ქვეყნის სამსახურში ხვალ ყველანი ჩავდგებით მასობრივ ფორმატში, 19:00 საათზე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ისე ადგილობრივი ჯგუფების გასაძლიერებლად და რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში მიმართული იმისკენ, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს პროდასავლური არჩევანი და პრორუსული ხელისუფლება მოიშოროს ინფორმირებული, პროპროციული არჩევნების გზით“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)