|
2019-09-18 13:32:36, 1965 ნახვა
საზოგადოება
უგულავა: კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი
"კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი",- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტი მორატორიუმის გამოცხადებით თავის უუნარობას უსვამს ხაზს. „სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეწყალება "მისი სუბიექტური" გადაწყვეტილებაა. ალბათ, უნდოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციაა. ამასთანავე, თქვა, რომ უუნაროა და შემიზღუდეთ ეს აბსოლუტური უფლებაო. პირიქითაა, შეწყალება უნდა იყოს აბსოლუტური დისკრეცია, უბრალოდ ეს დღეს აბსოლუტური იდიოტის ხელშია. კანონი კი არაა შესაცვლელი, სალომე ზურაბიშვილია სასახლიდან გამოსაძევებელი. შეუძლებელია! ათონელზე ზის "მაიმუნი გახსნილი ლიმონკით",- აღნიშნავს გიგი უგულავა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)