10:58 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 11:33:18, 1955 ნახვა

საზოგადოება
მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

ამავე კვლევის მიხედვით, 49% აცხადებს, რომ კავშირის დაშლა ქვეყნის კარგი მოვლენა იყო. ამავე კითხვაზე 10% პასუხობს "არ ვიცი".

უფრო კონკრეტულად, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდ მოვლენად ძირითადად 55 წელს ზემოთ ადამიანებს (56%) მიაჩნიათ. დასახლების მიხედვით, ამავე აზრის მქონე ადამიანების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სოფლებსა (47) და პატარა ქალაქებში (42) დაფიქსირდა. სქესის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მამაკაცების 42% აფასებს, ხოლო ქალებში 39%. 

აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვის შემდეგ, რომელიც NDI-მ მიმინარე წლის 20 მაისს გამოაქვეყნა, საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად 2-ით მეტმა ადამიანმა შეაფასა. წინა კვლევის თანახმად, ფაქტს ნეგატიურად 39% აფასებდა. 

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.


 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics