|
2019-09-16 11:05:07, 1056 ნახვა
პოლიტიკა
სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს შტაბ-ბინაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა. თემურ კეკელიძემ შეხვედრის მონაწილეებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო. ქართულმა დელეგაციამ, მოკავშირეებთან ერთად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი მიმოიხილა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, თემურ კეკელიძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)