|
2019-09-11 17:35:40, 1808 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ შავიზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის კონფერენცია გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია გახსნა. ღონისძიება, რომელსაც საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საზღვაო სფერო, როგორც ეროვნული ეკონომიკისთვის, ასევე განსაკუთრებით ბათუმისთვის მნიშვნელოვანია. „დღეს ბათუმი მასპინძლობს ძებნა-გადარჩენის ოპერაციების კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობენ წარმომადგენლები მეზობელი ქვეყნებიდან. ჩვენთვის საზღვაო სფერო არის მნიშვნელოვანი, როგორც ეროვნული ეკონომიკისთვის, ისე განსაკუთრებით ბათუმისთვის, ვინაიდან 11 000-ზე მეტი მეზღვაური გვყავს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულ თემატიკას, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ძებნა-გადარჩენის ოპერაციებში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება და ამ სტანდარტების დაცვა," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ინციდენტების დროს შავ ზღვაზე კოორდინირებული და თანმიმდევრული მოქმედებისთვის. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლები ყოველწლიურად მართავენ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს იმისთვის, რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა თუ რა შედეგებით დასრულდა წელი და რა სახის გამოწვევები არსებობდა. საპატიო სტუმრების რანგში კონფერენციას საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა" და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს თანამდებობის პირები.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)