13:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-10 16:49:09, 2800 ნახვა

რეგიონი
შუახევში სოფელ გორის 45-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდა

შუახევის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

მათ შორისაა, სოფელ გორში განხორციელებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა  45 - მდე ოჯახის სასმელი წყალით უზრუნველყოფას.

 პრობლემა, რომელიც გორის სოფლის მოსახლეობას წლებია აწუხებდა და განსაკუთრებით ზაფხულში განიცდიდა  წყლის რესურსის სიმცირეს, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით წელს მოუგვარდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა, გამანაწილებელი აუზი და სასმელი წყლის მაგისტრალი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,, ნაგო“ აწარმოებდა. პროექტზე 114 998 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით  1 709 000 ლარი დაიხარჯება.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics