|
2019-09-10 14:52:41, 1900 ნახვა
საზოგადოება
R2 - ამ დრომდე ვერ ვახერხებთ მელაძისგან Facebook გვერდის ადმინისტრატორის უფლებები დავიბრუნოთ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არხის Facebook გვერდზე „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერებსა და სიუჯეტების გაზიარებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც „რუსთავი 2“-ში აცხადებენ, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძისგან ადმინისტრატორის უფლებების დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. „უკვე რამდენიმე დღეა „რუსთავი 2“-ის Facebook გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. „რუსთავი2“-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს“, - აცხადებენ ტელეკომპანიაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)