|
2019-09-10 10:20:59, 821 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს
თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ეტაპზე მიმდინარე, 2 კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზირებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან, მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250 მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით. შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 სთ-დან 12 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონის ნაწილს. გაზმომარაგება შეუწყდება ნინო რამიშვილის ქ. 2 (ჭავჭავაძის I შეს. 2), 12, 14, 14ა, 15, 15ა, 16, 17, 17ა, 19, 20, 22, 21, 21ა, 27, 27/29, 30, 42, 44, 46, 48/2, 42, 44, 46, 48/2, თაქთაქიშვილის ქ. 2, 4, 6, ფალიაშვილის ქ. 25, 27/29, 39, 39ა, 39ბ, 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე, ი.ჭავჭავაძის გამზ. 25-ში მდებარე დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 14-ში ი.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის IV კორპუსსა და აღნიშნულ კორპუსებში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება ხუთშაბათს, 12 სექტემბრის 10.00 სთ-დან და დასრულდება დღის ბოლომდე. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. „თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.
(R)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)