|
2019-09-09 16:42:37, 1544 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ერთიანდება
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებს. კერძოდ, რეგიონების მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ აწვდის, დედაქალაქში ქ. თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ოპერირებს, ხოლო ბათუმში - შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“. აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანება მიზნად ისახავს თანამედროვე, ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და პაციენტის ინტერესებზე. „ყველა ქმედება მიმართული იქნება ეფექტური მართვისკენ. ჩვენი სამიზნეა პაციენტი და მისთვის დროული და ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამავე დროს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრების, როგორც ფინანსური, ისე სამუშაო პირობები იყოს ღირსეული და მათ მიერ გაწეული პროფესიული საქმიანობის შესაბამისი. ასევე, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებების ფონზე, თანამშრომელთა შემცირება არ იგეგმება.“ - განაცხადა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ. სასწარფო დახმარების ცენტრების გაერთიანების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. დღეიდან კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აქტიური შეხვედრები და კონსულტაციები ყველა შესაბამის რგოლთან დაიწყება.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)