|
2019-09-07 15:01:55, 1643 ნახვა
კომენტარი
გახარია: ვერავინ გაუჩენს კომპლექსს პოლიციას - სახელმწიფომ ინსტიტუტები უნდა დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან
„ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად. ეს აშკარად ჩანს გადაღებულ კადრებზეც, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც მიიღო საბოლოოდ ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები დაფიქსირდა, თუმცა მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დაიწყო. „ჩვენ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც იყვნენ სწორედ ამ აქციის ორგანიზატორები, რომელიც დასრულდა ასეთი სამწუხარო შედეგებით, ამ აქციაზე არა თუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ ამ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძოლის დაგმობაც არ მოგვისმენია. ეს არის ის შეფასება, რაც მე შემიძლია გავაკეთო ამ სამწუხარო ღამესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ასევე მინდა ვთქვა, რომ ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები, უფლებამოსილების გადამეტების სამწუხაროდ დაგვიფიქსირა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ასევე გითხრათ, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემა ამასაც გაუძლებს, იმიტომ, რომ სისტემა არის ჯანსაღი და ის რეფორმა, სისტემური განახლების რომელიც ჩვენ დავიწყეთ, დასრულდება. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელმაც დაიცვა ეს შენობა, რომელმაც პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობა, დაიცვას სიმშვიდე, მართლწესრიგი, მოქალაქეების ჯანმრთელობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ ეს შეძლეს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)