|
2019-09-07 12:10:29, 1628 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანის განცხადებით, ლიბიაში მყოფი 2 ქართველი მეზღვაური საქართველოში შესაძლოა 2-3 თვეში დაბრუნდეს
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ლიბიაში მყოფი 2 ქართველი მეზღვაური საქართველოში შესაძლოა 2-3 თვეში დაბრუნდეს. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროცესი დაჩქარდეს. „თავდაპირველად, როგორც ცნობილია, იყო 4 მეზღვაური ჩვენ პირველი დღიდან აქტიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. მოგეხსენებათ სიტუაცია მარტივი არაა, ვინაიდან ლიბიაში დღესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ეს პროცესებიც ობიექტური გარემოებების გამო გაჭიანურებული იყო. ჩვენ ოთხი მეზღვაურიდან ორი უკვე გამოვიხსენით და ისინი საქართველოში არიან უკვე. დარჩენილ ორთან: კაკალაძესთან და კომახიძესთან დაკავშირებით აქტიური პროცედურები მიმდინარეობს. მათ, შესაბამისი სასამართლო პროცედურების შედეგად, სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ, რომლის ვადაც უკვე გასულია. ამჟამად ვიმყოფებით აქტიურ მოლაპარაკებების რეჟიმში, რომ ისინი დავაბრუნოთ და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც მათი გამოხსნა მოხერხდეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირადად შევხვდი ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მასაც ვთხოვე. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს. იქ დიპლომატიური წარმომადგენლობები არ არის, მოგეხსენებათ იმის გამო რომ საომარი მოქმედებებია და ჩვენ გადაფარვა გვაქვს ეგვიპდიან და კაიროში ჩვენი ელჩი არის ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და ასევე საპატიო კონსული, ასე რომ 2-3 თვის ვადაში ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)