|
2019-09-06 14:07:01, 1139 ნახვა
საზოგადოება
FAO-ს ფასების ინდექსი აგვისტოს თვეში შემცირდა
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აგვისტოში, მარცვლეულის და შაქრის ფასების ცვლილების ხარჯზე შემცირდა და 169.8 ერთეული ქულა შეადგენინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. ივლისის თვესთან შედარებით 6,4%-ითაა შემცირებული FAO-ს მარცვლეულის ფასებიც, რაც მეტწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმინდის მოსავლის ნავარაუდევზე უფრო დიდი მოსავლით იყო განპირობებული, შტატები, სიმინდის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. აგვისტოში შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა ხორბლის ფასების ინდექსიც, რაც შეეხება ბრინჯს, აგვისტოში ბრინჯის ფასების ინდექსი არ შეცვლილა. ბრაზილიური რეალის დოლართან მიმართებით გამყარებამ, შაქარზე ფასების 4.0 პროცენტით შემცირება გამოიწვია, ფასების ვარდნას, ასევე, ხელი შეუწყო, ინდოეთსა და მექსიკაში შაქრის უხვმა საექსპორტო მარაგებმა. მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, 5.9%-ითაა გაიზარდა მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი, ზრდის მიზეზი, ერთის მხრივ, ინდონეზიაში, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყანაში, ცუდი კლიმატური პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოების დაგეგმილზე დაბალი შედეგებით იყო გამოწვეული. უწყვეტად, მერვე თვეა იზრდება FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, აგვისტოს თვეში მატებამ 0.5% შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით, ხორცის ფასების ინდექსი 12%-ითაა მომატებული. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტია. ივლისის თვესთან შედარებით, 0.5%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი რაც პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნით და მიწოდების სინკალებითაა განპირობებული.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)