|
2019-09-05 15:52:23, 8434 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი სამხედრო თვითმფრინავების წარმოების აღდგენას გეგმავს
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება უნდა აღადგინოს. როგორც მან პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მთავრობაში აღნიშნულ საკითხს დააყენებს. „მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, სადაც მაღალტექნოლოგიური საწარმო არსებობდა, ჯერ კიდევ არსებობს, ე.წ. 31-ე ქარხანა, სადაც ჩვენ ვუშვებდთ სამხედრო თვითმფრინავებს. საბედნიეროდ, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი. ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ უნიკალური მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, ჯერ კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვაპირებ ამ საკითხის დასმას ძალიან აქტიურად მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეს შანსი, რომ აღვდგინოთ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)