|
2019-09-05 14:35:48, 1335 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ვიცოდით, რომ გავრილოვი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მისი თავმჯდომარის სკამზე აბრძანება სპონტანურად მოხდა
„ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი დელეგაციით, მაგრამ თავმჯდომარის სავარძელში რომ უნდა ჩაბრძანებულიყო, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის სკამის დაკავება სპონტანურად მოხდა. „რაც შეეხება, გავრილოვის თემაზე იკითხეს, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი თავისი მთლიანი დელეგაციით, მაგრამ აბრძანებულიყო და თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩაბრძანებულიყო, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით. უცებ მოხდა, სპონტანურად. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კი მას შემდეგ მოხდა გარეთ, რაც პირაპირ ჩანს კადრებში და მე მგონი ზოგზოგიერთებს 2003 წელი და 2019 წელი აერიათ. კიდევ ერთხელ მადლობა იმ ბიჭებს, რომელთაც დაიცვეს თავიანთი ჯანმრთელობის ფასად ჩვენი სახელწიფო და არ მოხდა უფრო მეტი უბედურება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)